
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა
01/04/2024 13:50:26 ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2 აპრილისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6897 ლარი ეღირება, ევრო – 2.8998 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3920 ლარი.
დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6953 ლარი ღირდა, ევრო – 2.9063 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.4007 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ ამოქმედდება.