Accentnews.ge
Reuters: ირანმა რუსეთი ტერაქტის თაობაზე „კროკუს სითი ჰოლზე“ მომხდარ თავდასხმამდე გააფრთხილა

Reuters: ირანმა რუსეთი ტერაქტის თაობაზე „კროკუს სითი ჰოლზე“ მომხდარ თავდასხმამდე გააფრთხილა

01/04/2024 10:25:23 მსოფლიო

ირანმა რუსეთი ტერაქტის თაობაზე „კროკუს სითი ჰოლზე“ მომხდარ თავდასხმამდე გააფრთხილა, – იუწყება Reuters სამ წყაროზე დაყრდნობით.

„რუსეთში ტერაქტამდე რამდენიმე დღით ადრე თეირანმა მოსკოვს გაუზიარა ინფორმაცია რუსეთში შესაძლო ტერაქტის შესახებ, რომელიც მოპოვებულ იქნა ირანში სისხლიან თავდასხმებთან დაკავშირებით დაკავებული პირების დაკითხვისას“, -აცხადებს ერთ-ერთი წყარო.

ირანში 3 იანვარს მოწყობილ სისხლიან თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ქერმანში მოწყობილ ამ ტერაქტს ასი ადამიანი ემსხვერპლა. 19 იანვარს ირანმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დააკავა „ისლამური სახელმწიფო - ხორასანის“ (ავღანეთში მოქმედი განშტოების) მეთაური.

"აშშ-ის სადაზვერვო წყაროების ცნობით, „ისლამურმა სახელმწიფომ“ მოაწყო ირაში 3 იანვრის ტერაქტიც და მოსკოვში 22 მარტის თავდასხმაც", – იტყობინება Reuters.

გამოცემის ცნობით, კრემლის პრეს–სპიკერმა დმიტრი პესკოვსმა განაცხადა, რომ მას არ ჰქონია ინფორმაცია რუსეთში შესაძლო "ტერორისტული ოპერაციის" თაობაზე ირანის მხრიდან გაფრთხილების შესახებ საკონცერტო დარბაზზე სისხლიანი თავდასხმის წინ.

22 მარტს მოსკოვის მახლობლად მდებარე „კროკუს სიტი ჰოლში“ შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს იქ მყოფთ და 144 ადამიანი მოკლეს. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S