
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი: უკრაინის დახმარების პაკეტის განხილვა სამუშაო პროცესის განახლებისთანავე დაიწყება
01/04/2024 09:54:40 მსოფლიო
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონი აცხადებს, რომ გაიტანს უკრაინის დახმარების პაკეტს განსახილველად, როგორც კი პალატა შესვენებიდან დაბრუნდება და სამუშაო პროცესს განაახლებს.
მისი თქმით, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას დახმარება, შესაძლოა, სესხის სახით გაუწიოს.
ჯონსონმა ასევე ახსენა უკრაინის დახმარების კანონპროექტი (REPO for Ukrainians Act), რომელიც აშშ-ის პრეზიდენტს უფლებას აძლევს, აშშ-ში გაყინული რუსული სუვერენული აქტივების კონფისკაცია განახორციელოს და უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ გამოსაყენებლად გადასცეს.
შეგახსენებთ, რომ წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელთა ნაწილის წინააღმდეობის გამო უკრაინისთის მრავალმილიარდიანი დახმარების პაკეტის დამტკიცება ამ დრომდე ვერ ხერხდება.