Accentnews.ge
რა დაუჯდება ქომაგს „ჯორჯიან ეარვეისით" მგზავრობა, რომელიც ევრო-2024-ისთვის პირდაპირ ფრენებს თბილისიდან გერმანიის მიმართულებით შეასრულებს

რა დაუჯდება ქომაგს „ჯორჯიან ეარვეისით" მგზავრობა, რომელიც ევრო-2024-ისთვის პირდაპირ ფრენებს თბილისიდან გერმანიის მიმართულებით შეასრულებს

01/04/2024 09:10:21 საზოგადოება

ივნისში თბილისიდან გერმანიის იმ ქალაქებში, სადაც ევრო-2024-ისთვის საქართველოს ნაკრების თამაშები გაიმართება, სპეციალურ პირდაპირ ფრენებს „ჯორჯიან ეარვეისი“ შეასრულებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, საფეხბურთო ჩემპიონატზე დასასწრებად დანიშნულ სპეციალური ჩარტერულ რეისებზე ბილეთების ფასები 295 ევროდან დაიწყება.

"ძვირფასო მგზავრებო!

13:00 საათიდან დაიწყება ავიაბილეთების გაყიდვა ევრო 2024-ისთვის დანიშნულ სპეციალურ პირდაპირ ფრენებზე.

ბილეთის ფასი: 295 ევროდან.

პირდაპირი ფრენები შესრულდება შემდეგი განრიგით:

  • თბილისიდან დორტმუნდში 17 ივნისს (გამოფრენა დორტმუნდიდან თბილისში 19 ივნისს);
  • თბილისიდან ჰამბურგში - 21 ივნისს (გამოფრენა ჰამბურგიდან თბილისში 23 ივნისს);
  • თბილისიდან დუსელდორფში 25 ივნისს (გამოფრენა დუსელდორფიდან თბილისში 27 ივნისს).

პირდაპირი რეისები შესრულდება მგზავრებისთვის მატჩებზე დასასწრებად კომფორტულ დროს.

ავიაბილეთები ხელმისაწვდომი იქნება ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე, გაყიდვების ოფისებსა და პარტნიორ სააგენტოებში. www.georgianairways.com გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სპეციალურ რეისებზე ავიაბილეთები დაბრუნებას არ ექვემდებარება.

ერთად ვუგულშატკივროთ ეროვნულ ნაკრებს", - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის: საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს. საქართველოსთვის ტურნირი 18 ივნისს თურქეთთან მატჩით დაიწყება. მომდევნო შეხვედრას ქართველები 22 ივნისს ჩეხეთის, ბოლოს კი 26 ივნისს პორტუგალიის წინააღმდეგ ჩაატარებენ. საქართველო სამ შეხვედრას სამ სხვადასხვა ქალაქში –დორტმუნდში, ჰამბურგსა და გელზენკირხენში ითამაშებს.

გერმანია ევროპის ჩემპიონატს მესამედ უმასპინძლებს. 14 ივნისს ჩემპიონატი მიუნხენში, „ალიანც არენაზე“ გაიხსნება. ფინალი კი 14 ივლისს ბერლინის ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S