
შვედეთმა უკრაინის ჰუმანიტარული დახმარებისთვის 3,7 მლნ დოლარი გამოყო
01/04/2024 07:26:14 მსოფლიო
შვედეთმა უკრაინის ჰუმანიტარული დახმარებისთვის დამატებით დაახლოებით, 40 მილიონი შვედური კრონი (3,7 მილიონი დოლარი) გამოყო.
როგორც შვედეთის მთავრობის პრეს–სამსახურში აცხადებენ, სტოკჰოლმი ამ მხარდაჭერას გაეროს მეშვეობით უზრუნველყოფს.
ცნობისთვის: დეკემბერში შვედეთმა უკრაინელების მხარდასაჭერად 1,4 მილიარდი კრონი გამოყო. გასულ კვირას კი შვედეთის თავდაცვის მინისტრმა პოლ ჯონსონმა დაადასტურა, რომ NATO-ში საბოლოო გაწევრიანების შემდეგ ქვეყანა არ გამორიცხავს, რომ უკრაინას თავისი Gripen-ები (გამანადგურებელი თვითმფრინავები) მიაწოდოს.