Accentnews.ge
უკრაინა: "ტერორიზმთან დაკავშირებით რუსეთის განცხადებები ბუჩას გათავისუფლების წლისთავზე განსაკუთრებით ცინიკურად ჟღერს"

უკრაინა: "ტერორიზმთან დაკავშირებით რუსეთის განცხადებები ბუჩას გათავისუფლების წლისთავზე განსაკუთრებით ცინიკურად ჟღერს"

01/04/2024 07:00:22 მსოფლიო

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, "ტერორიზმთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ბუჩას გათავისუფლების წლისთავისა და იქ რუსების მიერ ჩადენილი სისასტიკის ფონზე განსაკუთრებით ცინიკურად ჟღერს".

"ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კონვენციაზე საუბრისას, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავიწყდება, რომ პუტინი ოფიციალურად არის შეყვანილი საერთაშორისო ძებნილთა სიაში - კერძოდ, მას ჰააგის ტრიბუნალში ელიან უკრაინელი ბავშვების გატაცებისთვის. ტერორიზმის შესახებ განცხადებები თავად ტერორისტული ქვეყნის მხრიდან განსაკუთრებით ცინიკურია ბუჩას გათავისუფლების წლისთავისა და იქ რუსების მიერ ჩადენილი სისასტიკის ფონზე. ჩვენ გვახსოვს ყველა დაღუპული უკრაინელი და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მტერმა სამართლიანი ანგარიშსწორება მიიღოს“, - აცხადებენ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გუშინ განაცხადა, რომ "ბოლო წლების განმავლობაში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ განხორციელებული ყველა ტერაქტის, მათ შორის 22 მარტს მომხდარი ტერაქტის კვალი, სავარაუდოდ, უკრაინისკენ მიდის, ამიტომ რუსეთი ითხოვს ამ მოვლენებში მონაწილე პირების ექსტრადიციას, მათ შორის უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, ვასილი მალიუკის ექსტრადიციას ყირიმის ხიდის აფეთქებისთვის".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S