Accentnews.ge
"ცუდი თვე რუსეთის შავი ზღვის ფლოტისთვის": უკრაინაში შეაჯამეს რუსეთის დანაკარგები

"ცუდი თვე რუსეთის შავი ზღვის ფლოტისთვის": უკრაინაში შეაჯამეს რუსეთის დანაკარგები

01/04/2024 06:30:19 მსოფლიო

სამხრეთ უკრაინის თავდაცვის ძალებმა გაიხსენეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის დანაკარგები მარტში.

უკრაინელი სამხედროების ინფორმაციით, საპატრულო გემი "Сергей Котов" გასულ თვეში ჩაიძირა, ასევე დაზიანდა დიდი სადესანტო გემები "Константин Ольшанский", "Ямал", "Азов" და სადაზვერვო გემი "Иван Хурс".

”ცუდი თვე რუსეთის შავი ზღვის ფლოტისთვის”, - წერს სამხრეთ უკრაინის თავდაცვის ძალები ტელეგრამ–არხზე.

5 მარტს უკრაინის დაზვერვამ გამოაცხადა ქერჩის მახლობლად რუსული გემის "Сергей Котов"–ის განადგურების შესახებ. 24 მარტს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადეს, რომ თავდაცვის ძალებმა დაარტყეს დიდი სადესანტო ხომალდებს "Ямал"–ს და "Азов"–ს , საკომუნიკაციო ცენტრს და რუსეთის შავი ზღვის ფლოტის რამდენიმე ინფრასტრუქტურულ ობიექტს.

ამის შემდეგ, უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ძალებმა განაცხადეს 23 მარტს ოკუპირებულ სევასტოპოლში კიდევ ერთი რუსული გემის სავარაუდო დაზიანების შესახებ.

ასევე მარტში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა შეუტიეს სადესანტო ხომალდ "კონსტანტინე ოლშანსკის" "ნეპტუნის" რაკეტებით – უკრაინული დიდი სადესანტო რუსმა სამხედროებმა 10 წლის წინ, ყირიმის ანექსიის დროს დაიპყრეს.

რუსული მხარეს ამ დანაკარგებზე ტრადიციულად არ გაუკეთებია კომენტარი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S