Accentnews.ge
ბესიკ ამირანაშვილი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ბაკურიანში თოვლის მასაში მოყოლილი დიმიტრი გოგოლაძის გარდაცვალების გამო

ბესიკ ამირანაშვილი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ბაკურიანში თოვლის მასაში მოყოლილი დიმიტრი გოგოლაძის გარდაცვალების გამო

01/04/2024 05:52:24 საზოგადოება

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ, დაბა ბაკურიანში, თოვლის მასაში მოყოლილი დიმიტრი გოგოლაძის გარდაცვალების გამო", - ამის შესახებ ნათქვამია სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ბესიკ ამირანაშვილის სამძიმრის წერილში.

"ამ მძიმე წუთებში გულწრფელ სამძიმარსა და თანადგომას ვუცხადებ დაღუპულის ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და მეგობრებს. მინდა, მადლობა გადავუხადო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებს, რომლებიც, რთული მეტეოროლოგიური პირობებისა და რელიეფის მიუხედავად, 4 დღის განმავლობაში, ინტენსიურად ეძებდნენ ზვავში მოყოლილ პიროვნებას", - აღნიშნულია ბესიკ ამირანაშვილის წერილში.

შეგახსენებთ, 28 მარტს, დაბა ბაკურიანში, მთის ფერდობიდან თოვლის მასა ჩამოიშალა და ერთი ადამიანი მოიყოლა. 5-კაციანი ჯგუფი ბაკურიანი-ტაბაწყურის დამაკავშირებელ ფერდობზე "ბურანებით" ტურში იმყოფებოდა. უბედურ შემთხვევას 4 ადამიანი გადაურჩა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S