
ზელენსკი: უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს
01/04/2024 05:17:06 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა რუსეთთან წინააღმდეგ ომში აუცილებლად გაიმარჯვებს.
„უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს. მთავარია, საკუთარი თავის, ჩვენი ხალხის რწმენა არ დაკარგოთ და არც ერთი დღე არ დაკარგოთ, როცა უკრაინისთვის შედეგის მოტანა შეგიძლიათ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც უკრაინელმა ჯარისკაცებმა კიევიდან რუსი ოკუპანტები უკუაგდეს.
"ბოროდიანკა, ბუჩა, ირპენი, გოსტომელი, მოშჩუნი იყო ბრძოლის ადგილები, უკრაინელების ბრძოლის ადგილები, რომლებიც იბრძოდნენ თავიანთი ქვეყნისთვის, სახლებისთვის, სიცოცხლისთვის", – განაცხადა მან.
უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ეხმარება უკრაინას, მათ შორის სამხედროებს.