
გურიაში, ტყეში ხანძარია
23/12/2019 07:10:43 რეგიონები
გურიაში, აცანა-მამათის მიმდებარედ, ტყეში ბალახსა და ეკალს ცეცხლი უკიდია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია 20-მდე მეხანძრე-მაშველი.
„ცეცხლი უკიდია ტყის ქვედა საფარს, იწვის ბალახი და ეკალი. მალევე მოხდება კერების დამუშავება და ხანძრის ჩაქრობა“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესსამსახურში.
შსს-ს ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.