Accentnews.ge
ბოლო 200 წლის განმავლობაში პირველად, ნოტრ-დამში საშობაო მესა არ ჩატარდება

ბოლო 200 წლის განმავლობაში პირველად, ნოტრ-დამში საშობაო მესა არ ჩატარდება

23/12/2019 06:21:41 მსოფლიო

ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში პირველად, პარიზში მთავარი საშობაო მესა არა ღვთისმშობლის ტაძარ ნოტრ-დამში, არამედ ლუვრის მოედანზე მდებარე სენ-ჟერმენის ეკლესიაში ჩატარდება.

პარიზის ერთ-ერთი სიმბოლო, იუნესკოს მიერ მსოფლიოს კულტურულ მემკვიდრეობად გამოცხადებული ნოტრ-დამი მნიშვნელოვნად დააზიანა 2019 წლის აპრილში გაჩენილმა ძლიერმა ხანძარმა.

ტაძარში აღდგენითი სამუშაოები გრძელდება. საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის გეგმით, ნოტრ-დამის აღდგენა ხუთ წელიწადში უნდა დასრულდეს. ოქტომბერში, საფრანგეთის კულტურის მინისტრმა განაცხადა, რომ ტაძრის აღსადგენად გამოყოფილია მილიარდი ევრო. ამ თანხის ნაწილი კერძო პირების და კომპანიების შემოწირულებაა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S