
ევრო-2024-ისთვის პირდაპირ ფრენებს თბილისიდან გერმანიის მიმართულებით „ჯორჯიან ეარვეისი“ შეასრულებს
29/03/2024 09:58:39 საზოგადოება
ივნისში თბილისიდან გერმანიის იმ ქალაქებში, სადაც ევრო-2024-ისთვის საქართველოს ნაკრების თამაშები გაიმართება, სპეციალურ პირდაპირ ფრენებს „ჯორჯიან ეარვეისი“ შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ავიაკომპანია ავრცელებს.
მისი ცნობით, პირდაპირი ფრენები შესრულდება:
- თბილისიდან დორტმუნდში 17 ივნისს (გამოფრენა დორტმუნდიდან თბილისში 19 ივნისს);
- თბილისიდან ჰამბურგში – 21 ივნისს (გამოფრენა ჰამბურგიდან თბილისში 23 ივნისს);
- თბილისიდან დუსელდორფში 25 ივნისს (გამოფრენა დუსელდორფიდან თბილისში 27 ივნისს).
ბილეთები პირველი აპრილიდან გაიყიდება როგორც ავიაკომპანიის ვებ–გვერდზე, ისე მათ გაყიდვების ოფისებსა და პარტნიორ სააგენტოებში.