Accentnews.ge
ქუთაისის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე მგზავრებს სამი ავტობუსი მოემსახურება

ქუთაისის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე მგზავრებს სამი ავტობუსი მოემსახურება

28/03/2024 06:51:02 საზოგადოება

დღეიდან, 28 მარტიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე და პირიქით, მგზავრებს სამი ავტობუსი - SHUTTLE BUS მოემსახურება.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, შეისყიდეს ახალი, ექსპლუატაციაში არმყოფი, Euro 6 ემისიის სტანდარტის ძრავის მქონე, M3 კატეგორიის ავტობუსები.

"ავტობუსების განრიგი ფრენებზე იქნება მორგებული და 1 გზის საფასური 5 ლარი იქნება. ანგარიშსწორება ნებისმიერი საბანკო ბარათის საშუალებით იქნება შესაძლებელი", - ნათქვამია შეტყობინებაში.

ქუთაისის აეროპორტიდან შატლები ქალაქის ცენტრში მდებარე DMO იმერეთის ადმინისტრაციული შენობის მიმართულებით იმოძრავებენ და ისევ დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში დაბრუნდებიან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S