Accentnews.ge
უკრაინა: რუსების მიერ გაშვებული 28 "შაჰიდიდან" 26 ჩამოვაგდეთ

უკრაინა: რუსების მიერ გაშვებული 28 "შაჰიდიდან" 26 ჩამოვაგდეთ

28/03/2024 06:27:58 მსოფლიო

გასულ ღამეს უკრაინელებმა რუსული ძალების მიერ გაშვებული 28 "შაჰიდის" ტიპის დრონიდან 26 ჩამოაგდეს, – აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.

ოკუპანტებმა დრონებით ხარკოვის, დნეპროპეტროვსკისა და ზაპორიჟიეს რაიონებს შეუტიეს.

"28 მარტის ღამეს საჰაერო თავდაცვის ძალებმა ოდესის, ხარკოვის, დნეპროპეტროვსკისა და ზაპორიჟიეს რაიონებში 28 "შაჰიდიდან" 26 გაანადგურეს" - ნათქვამია უკრაინის საჰაერო ძალების ანგარიშში.

ამასთან, საჰაერო ძალების მეთაურ ნიკოლაი ოლეშჩუკის ცნობით, რუსეთმა უკრაინაზე საჰაერო იერიში Х-22 ტიპის სამი რაკეტით, Х-31П ტიპის სარადარო რაკეტით მიიტანა. დრონები და რაკეტები შავი ზღვიდან, ყირიმიდან და კურსკის ოლქიდან გაუშვეს.

იერიშების მოგერიებაში უკრაინის საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფები, უკრაინის თავდაცვის ძალების მობილური საცეცხლე ჯგუფები მონაწილეობდნენ.

ხარკოვის საოლქო პროკურატურის ინფორმაციით, რუსული ძალების მიერ 27 მარტს, საღამოს ხარკოვის ოლქის სოფელი ბოროვაიას დაბომბვისას 12 წლის ბიჭი დაიღუპა.

სოფელში საცხოვრებელი კორპუსები და საბავშვო ბაღი დაზიანდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S