Accentnews.ge
კომუნიკაციების კომისია: საქართველო-საბერძნეთის მატჩს 1 061 767-მა გულშემატკივარმა უყურა

კომუნიკაციების კომისია: საქართველო-საბერძნეთის მატჩს 1 061 767-მა გულშემატკივარმა უყურა

27/03/2024 17:38:31 საზოგადოება

საქართველო-საბერძნეთის მატჩს 1 მილიონზე მეტმა გულშემატკივარმა უყურა. ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

"საქართველო - საბერძნეთის საფეხბურთო მატჩს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში 1,061,767-მა გულშემატკივარმა უყურა",– იტყობინება კომისია და გულშემატკივარს საქართველოს ეროვნული ნაკრების წარმატებას ულოცავს.

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S