Accentnews.ge
რუსული "ბაიკალის" პროცესორების ნახევარზე მეტი დეფექტური აღმოჩნდა

რუსული "ბაიკალის" პროცესორების ნახევარზე მეტი დეფექტური აღმოჩნდა

27/03/2024 17:16:59 მსოფლიო

რუსული კომპანია "Байкал Электроникс"-ს საკუთარი პროცესორების წარმოებაში პრობლემები შეექმნა. პროცესორების ნახევარზე მეტი დეფექტური აღმოჩნდა. ამის შესახებ „ვედომოსტი“ წერს.

2022 წლის თებერვალში უკრაინის ტერიტორიაზე რუსული ჯარების სრულმასშტაბიანი შეჭრამდე "Байкал Электроникс", მათ შორის ჩიპებს ტაივანის TSMC ქარხანაში ამზადებდა. კომპანია 2025 წლისთვის გეგმავდა წარმოების წლიური მოცულობის გაზრდას 600 ათას ჩიპამდე. მაგრამ სანქციების დაწესების შემდეგ TSMC-მა შეწყვიტა თანამშრომლობა. 300 ათას პროცესორ "ბაიკალს" რუსეთში არ მიუღწევია.

"ვედომოსტის" წყაროების თანახმად, ელექტრონიკის მწარმოებელ კომპანიებში ჩიპების პარტიების ნახევარზე მეტი დეფექტური აღმოჩნდა. აღნიშნულს უკავშირებენ მოძველებულ ტექნოლოგიას და კვალიფიციური მუშახელის დეფიციტს.

2022 წლის დეკემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უცხოელმა მწარმოებლებმა, რომლებიც აწარმოებდნენ პროცესორებს რუსეთისთვის ამ უკანასკნელის მიერ მიწოდებული დოკუმენტაციის მიხედვით, უარი თქვეს 2022 წელს შეკვეთების შესრულებაზე, ასევე უკვე წარმოებული პროდუქციის მიწოდებაზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S