Accentnews.ge
ეროვნული ბანკი ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს

ეროვნული ბანკი ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს

27/03/2024 16:20:32 საზოგადოება

საქართველოს ეროვნული ბანკი, საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიული გამარჯვებისა და ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე თამაშის აღსანიშნავად, ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს.

"შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭომ მიიღო. საკოლექციო მონეტის დიზაინზე სებ-ი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად იმუშავებს," - წერია განცხადებაში.

2022 წელს სებ-მა საქართველოში ევრობასკეტის მასპინძლობასთან დაკავშირებით "ევრობასკეტი 2022"-ის თემაზე საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტა გამოუშვა.

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S