Accentnews.ge
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ბოლო 7 წლის განმავლობაში პირველად ჩადის ინდოეთში

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ბოლო 7 წლის განმავლობაში პირველად ჩადის ინდოეთში

27/03/2024 16:16:46 მსოფლიო

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრო კულება მიმდინარე კვირაში ინდოეთში მიემგზავრება. ეს უკრაინელი დიპლომატის პირველი ვიზიტი იქნება ინდოეთში ბოლო 7 წლის განმავლობაში.

როგორც კულებამ აღნიშნა, ნიუ-დელიში ინდოელი კოლეგის, დოქტორ სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარის მიწვევით მიემგზავრება.

"ვიზიტის მიზანი უკრაინულ-ინდური ურთიერთობების გამყარებაა”, - თქვა კულებამ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, რომ ერთი კვირის წინ უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბარი ჰქონდა ინდოეთის პრემიერ-მინისტრთან ნარენდრა მოდისთან,და განხილულ იქნება ორმხრივი თანამშრომლობის, ვაჭრობისა და მშვიდობის გლობალური სამიტის საკითხები.

“ჩემმა ვიზიტმა შეიძლება ძალაში შეიყვანოს მიღწეული შეთანხმებები და გააგრძელოს ჩვენი კავშირების განვითარება. უკრაინა ინდოეთს როგორც გლობალურ სახელმწიფოს განიხილავს, რომელსაც ძლიერი საერთაშორისო ხმა გააჩნია. დარწმუნებულები ვართ, რომ მჭიდრო თანამშრომლობა სარგებელს ორივე ქვეყანას მოუტანს”, - დასძინა კულებამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S