Accentnews.ge
რუსეთში პუგაჩოვას "უცხოელ აგენტად" გამოცხადების პროცესი დაიწყეს

რუსეთში პუგაჩოვას "უცხოელ აგენტად" გამოცხადების პროცესი დაიწყეს

27/03/2024 15:38:52 მსოფლიო

74 წლის რუს მომღერალ ალა პუგაჩოვას რუსეთში სავარაუდოდ, მალე "უცხოელ აგენტად" გამოაცხადებენ,– ამის შესახებ კრემლის მიერ კონტროლირებული მედიარესურსები იუწყებიან და განმარტავენ, რომ შესაბამისი პროცესი უკვე დაიწყო – რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ იუსტიციის სამინისტროს დოკუმენტაცია გადაუგზავნა.

რუსეთის გენერალურ პროკურორს ალა პუგაჩოვას საქმიანობის შესასწავლად ჯერ კიდევ გასულ წელს მიმართეს.

ალა პუგაჩოვა ისრაელში გაემგზავრა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან მალევე და მას შემდეგ რამდენჯერმე დაბრუნდა მოსკოვში. თუმცა ომთან დაკავშირებით დუმილის რეჟიმს ინარჩუნებდა.

თავდაპირველად მისმა მეუღლემ დაგმო ომი და რუსეთში ის მალევე გამოაცხადეს "უცხოურ აგენტად". პუგაჩოვამ ქმარს სოლიდარობა გამოუცხადა, შემდეგ თავადაც დაგმო ომი.

როგორც ცნობილია, წყვილი ისრაელში ცხოვრობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S