
რუსულმა სასამართლომ Pussy Riot-ის წევრს დაუსწრებლად მიუსაჯა 6-წლიანი პატიმრობა
27/03/2024 15:23:53 მსოფლიო
მოსკოვის ბასმანის სასამართლომ ყოფილ დეპუტატს და Pussy Riot-ის წევრს ლუსია სტეინს დაუსწრებლად მიუსაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
პროკურატურა მისთვის 8–წლიან პატიმრობას ითხოვდა.
სტეინი დამნაშავედ იქნა ცნობილი რუსული არმიის შესახებ "პოლიტიკური სიძულვილით მოტივირებული ფეიქების“ გავრცელებაში.
სისხლისსამართლებრივი დევნის საფუძველი გახდა სტეინის 2022 წლის 27 მარტის "ტვიტი", სადაც ის რუსი სამხედროების მხრიდან წამებაზე წერდა.
სტეინმა რუსეთი 2022 წლის აპრილში დატოვა.