
რუსებმა მიკოლაევი დაბომბეს, არიან დაშავებულები
27/03/2024 15:19:04 მსოფლიო
რუსებმა მორიგი იერიში მიიტანეს უკრაინაზე. ამჯერად დაბომბვის ქვეშ მიკოლაევი მოექცა.
მიკოლაევის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ვიტალი კიმის ინფორმაციით, დაშავდა ექვსი ადამიანი.
"ამჟამად ცნობილია, რომ დაშავებულია ექვსი ადამიანი, ერთის მდგომარეობა მძიმეა," - განაცხადა კიმმა.
როგორც ცნობილია, მიკოლაევზე თავდასხმისთვის რუსებმა ბალისტიკური რაკეტები გამოიყენეს.