
ბელგოროდში რუსეთის შსს–ს რეგიონალურ განყოფილებაზე თავდასხმისა და დაშავებულების შესახებ იუწყებიან
27/03/2024 14:36:50 მსოფლიო
ბელგოროდში, რუსეთის შსს-ს რეგიონალურ განყოფილებას თავს დაესხნენ,– იტყობინება ტელეგრამ არხი Baza.
არხის ცნობით, იყო აფეთქება და არიან დაშავებულები. მათი რაოდენობა ზუსტდება.
თვითმხილველების თქმით, შსს-ს სამხარეო სამმართველოს შენობას დრონი დაეცა.
ტელეგრამ–არხი Mash წერს, რომ შენობას მოსკოვის დროით, 16:50 საათზე შენობას "უკრაინული "კამიკაძე" დრონი შეეჯახა".
27 მარტს ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა განმეორებითი შეტევა განახორციელეს უპილოტო საფრენი აპარატის (UAV) გამოყენებით სოფელ პოლიანაზე. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია, მაგრამ დაზიანდა სამრეწველო ტექნიკა. მანამდე გლადკოვმა განაცხადა, რომ 18 საჰაერო სამიზნე ჩამოაგდეს ბელგოროდისა და ბელგოროდის რეგიონის თავზე.
მარტიდან ბელგოროდში ინტენსიურად ხდება აფეთქებები.