Accentnews.ge
Samsung Pay რუსულ "მირთან" თანამშრომლობას წყვეტს

Samsung Pay რუსულ "მირთან" თანამშრომლობას წყვეტს

27/03/2024 13:33:14 მსოფლიო

Samsung Pay სერვისმა რუსული გადახდის სისტემის "მირის" ბარათებთან მუშაობის შეწყვეტის შესახებ განაცხადა.

3 აპრილიდან აღარ იქნება შესაძლებელი სერვისის აპლიკაციაში "მირის" ბარათების დამატება. ასევე არ იქნება ხელმისაწვდომი საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის გადახდა Samsung Pay-ს გამოყენებით.

ამავდროულად, რუსეთში მომხმარებლებს ჯერ კიდევ აქვთ შესაძლებლობა, დაამატონ ლოიალობის ბარათები Samsung Pay-ში. სერვისი ასევე გააგრძელებს ფუნქციონირებას ბელარუსში, სადაც შესაძლებელი იქნება გადახდისთვის რუსეთიდან გასული Visa და Mastercard გადახდის სისტემების ბარათების დამატება.

2024 წლის თებერვალში "მირის" ბარათის ოპერატორი დაექვემდებარა ამერიკის სანქციებს. 27 თებერვალს Huawei Pay-ის აპლიკაციამ რუსეთში მუშაობა შეწყვიტა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S