Accentnews.ge
მოსკოვში, „კროკუსზე"  თავდასხმისას დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

მოსკოვში, „კროკუსზე"  თავდასხმისას დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

27/03/2024 13:22:39 მსოფლიო

მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 140-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ჯანდაცვის მინისტრი მიხაილ მურაშკო ავრცელებს.

„80 დაშავებული, მათ შორის 6 ბავშვი, საავადმყოფოებში რჩება. სამწუხაროდ, ერთ-ერთი დაშავებული, რომელიც უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იყო, გარდაიცვალა. ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს“, - განაცხადა მიხაილ მურაშკომ.

მისი ცნობით, ოთხი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმა 22 მარტს მოხდა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ე.წ. „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S