
IDF: "ჰეზბოლამ" ისრაელისკენ სულ მცირე, 30 რაკეტა გაუშვა
27/03/2024 12:42:17 მსოფლიო
ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ცნობით, დაჯგუფება "ჰეზბოლამ", რომელსაც ირანი უჭერს მხარს, ლიბანის ტერიტორიიდან ისრაელის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ კირიათ-შმონის მიმართულებით, სულ მცირე, 30 რაკეტა გაუშვა.
მედიაში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, თუ როგორ ცდილობს რაკეტების ჩამოგდებას ისრაელის "რკინის გუმბათის" საჰაერო თავდაცვის სისტემა.
ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, რაკეტები ქალაქში რამდენიმე ადგილზე ჩამოვარდა. დაზიანდა შენობები.
არსებული ცნობებით, კირიათ-შმონის ინდუსტრიულ ზონაში ჩამოვარდნილ რაკეტას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.