
ვარშავაში უკრაინისთვის შექმნილი "ჯავშანტექნიკის კოალიცია" ამუშავდა
27/03/2024 11:51:42 მსოფლიო
ვარშავაში 26 მარტს გაიმართა უკრაინის მხარდამჭერი "ჯავშანტექნიკის კოალიციის" მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლების პირველი შეხვედრა.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე შემუშავდა კონსოლიდირებული პოზიცია უკრაინის შეიარაღებული ძალების გარკვეული ტიპის ჯავშანტექნიკით გაძლიერებისა და მათი შეკეთების სისტემის ორგანიზების შესახებ.
კოალიციის ფარგლებში შეიქმნა ოთხი ჯგუფი, რომელთაგან თითოეულს სხვადასხვა ამოცანები ეკისრება: დასავლური ჯავშანტექნიკისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდება; მოვლა და შეკეთება; ეკიპაჟებისა და ტექნიკური პერსონალის მომზადება; ბრძოლის ველზე ჯავშანტექნიკის გამოყენების ეფექტური ტაქტიკის შემუშავება.
ვარშავაში უკრაინის დელეგაციას თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გენერალ-ლეიტენანტი ივან გავრილიუკი ხელმძღვანელობდა.
"ჯავშანტექნიკის კოალიციის" შექმნა პოლონეთისა და გერმანიის ინიცირებული იყო და მხარს უჭერდნენ დიდმა ბრიტანეთი, შვედეთი, იტალია.