
რუტე ჩინეთს სტუმრობს, მათ შორის, უკრაინაზე სალაპარაკოდ
27/03/2024 10:45:51 მსოფლიო
ნიდერლანდების პრემიერ–მინისტრი მარკ რუტე ჩავიდა ჩინეთში, სადაც ოთხშაბათს მაღალი რანგის შეხვედრებს გამართავს, როგორც მოსალოდნელია, უკრაინის ომთან და ღაზას სექტორთან დაკავშირებით. ვიზიტის შესახებ ნიდერლანდების მთავრობის პრეს–სამსახური იტყობინება.
რუტე და ჰოლანდიის ვაჭრობის მინისტრი ჯეფრი ვან ლეუვენი შეხვდებიან ჩინეთის ლიდერს სი ძინპინს და პრემიერ–მინისტრ ლი ციანგს.
შეხვედრებზე განიხილება ორმხრივი და ეკონომიკური ურთიერთობები, უკრაინის ომი და ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება.
მინისტრი ვან ლეუვენი შეხვდება ჩინეთის ვაჭრობის მინისტრს ვანგ ვენტაოს. ისინი განიხილავენ ეკონომიკური თანამშრომლობის შესაძლებლობებს, თანაბარი პირობების მნიშვნელობას და ბაზრებზე თანაბარ ხელმისაწვდომობას.
რუტეს ვიზიტს წინ უძღოდა ნიდერლანდების მთავრობის გადაწყვეტილება, არ მიეცა ლიცენზია ASML-ისთვის, კომპიუტერული ჩიპების აღჭურვილობის მთავარი მიმწოდებლისთვის, რათა გაეტანა თავისი მრავალი პროდუქტი ჩინეთში.
მედია ასევე იტყობინება, რომ სი ძინპინი მაისის დასაწყისში ეწვევა პარიზს, რათა შეხვდეს თავის ფრანგ კოლეგას ემანუელ მაკრონს. ეს მისი პირველი ვიზიტი იქნება ევროპაში პანდემიის შემდეგ.