
მედია: შვეიცარიულმა ბანკებმა რუსების ანგარიშების დახურვა დაიწყეს
27/03/2024 10:30:16 მსოფლიო
შვეიცარიულმა ბანკებმა დაიწყეს მომხმარებლების ანგარიშების დახურვა, რომლებსაც აქვთ რუსეთის მოქალაქეობა, მაშინაც კი, თუ ისინი სხვა ქვეყნის პასპორტსაც ფლობენ, განუცხადა "ვედომოსტს" შვეიცარიული იურიდიული ოფისის Leolex-ის მმართველმა პარტნიორმა რომან კუდინოვმა.
მისი თქმით, პრობლემა შეექმნა UBS-ისა და Credit Suisse-ის ორმაგი მოქალაქეობის მქონე რამდენიმე კლიენტს:
"შვეიცარიაში ყველა იხდის გადასახადს, რუსეთში კი არც შემოსავალს იღებენ და არც გადასახადს იხდიან".
ახლა შვეიცარიული ბანკები მათი ნებისმიერი მომხმარებლის რუსეთთან კავშირს აკვირდებიან,– ამბობს ეკატერინა პოპოვა, კომპანიების ჯგუფის ITSWM–ს წარმომადგენელი. მის პრაქტიკაში წელს იყო შემთხვევა, როდესაც ტრანზაქციის შემოწმების შემდეგ, ერთ-ერთმა ბანკმა დახურა შვეიცარიის მოქალაქის ანგარიში, რადგან მრავალი წლის წინ მან რუსეთში დედამთილს რამდენიმე ასეული ევრო გადაურიცხა. თუმცა რუსული პასპორტი არ ჰქონდა.
ასევე, ერთ-ერთმა შვეიცარიულმა ბანკმა ისრაელის რამდენიმე მოქალაქეს უთხრა უარი ანგარიშების გახსნაზე, რომლებსაც რუსული პასპორტი ჰქონდათ, ამბობს ივან ტიხონენოკი, იურიდიული ფირმა Amond & Smith-ის საბანკო პრაქტიკის ხელმძღვანელი. მისი თქმით, ბანკებმა მოითხოვეს დოკუმენტური დადასტურება რუსეთის მოქალაქეობაზე უარის თქმის შესახებ.
სხვა ბანკმა დახურა ერთ-ერთი რუსული საკონსულტაციო კომპანიის კლიენტის ანგარიში, რომელსაც აქვს რუსეთის მოქალაქეობა და ბინადრობის ნებართვა შვეიცარიაში, – განაცხადა ამ კომპანიაში "ვედომოსტის" თანამოსაუბრემ.
როგორც განმარტაენ, შვეიცარიის ცალკეული ბანკების გადაწყვეტილება განპირობებულია იმით, რუსული პასპორტის არსებობა აიძულებს ბანკებს, დახარჯონ რესურსები დამატებით შემოწმებაზე და შიშობენ მეორადი სანქციების გამო.