Accentnews.ge
ესპანეთმა რუსული გემებისთვის თვალის დევნების შესახებ განაცხადა

ესპანეთმა რუსული გემებისთვის თვალის დევნების შესახებ განაცხადა

27/03/2024 10:18:00 მსოფლიო

21-დან 26 მარტამდე ესპანურმა საპატრულო გემები Atalaya და Vigía თვალს ადევნებდნენ ორ რუსულ სადესანტო ხომალდს "ივან გრენსა" და "ალექსანდრე ოტრაკოვსკის" და ნავთობტანკერს "კოლას",– იტყობინება ესპანეთის თავდაცვის სამინისტრო.

შეტყობინების მიხედვით, 21 მარტის დილით, Atalaya–მ აღმოაჩინა სამი რუსული ხომალდის ჯგუფი საზღვაო მეთვალყურეობისა და უსაფრთხოების ოპერაციის დროს ესპანეთის სუვერენულ წყლებში პირენეის ნახევარკუნძულის ჩრდილო-დასავლეთით.

როგორც მითითებულია, ესპანური გემი მათ თვალს ადევნებდა პორტუგალიასთან საზღვრის გადაკვეთამდე, სადაც ის შეცვალა პორტუგალიურმა ფრეგატმა Bartolomeu Dias-მა.

საპატრულო ნავი Vigía ასევე მონაწილეობდა 23-დან 26 მარტამდე რუსული ფლოტის გემების გაცილებაში. ხომალდი აკონტროლებდა საზღვაო მარშრუტს, რომელიც აკავშირებს სამხრეთ-დასავლეთ პორტუგალიის კონცხ საო–ვიცენტსა და გიბრალტარის სრუტეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S