Accentnews.ge
ლუკაშენკომ დაავალა ჯარის მომზადება ბალტიის ქვეყნებთან დაპირისპირებისთვის

ლუკაშენკომ დაავალა ჯარის მომზადება ბალტიის ქვეყნებთან დაპირისპირებისთვის

27/03/2024 09:57:56 მსოფლიო

ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი ალექსანდრ ლუკაშენკო ლიტვასთან საზღვარზე ბელორუს სამხედროებს ეწვია და მათთან სუვალკის დერეფანში შესაძლო სამხედრო ოპერაციები განიხილა. საუბრის ვიდეოჩანაწერი ბელარუსის სახელმწიფო მედიამ გამოაქვეყნა.

”ისინი ყოველთვის ყვირიან სუვალკის დერეფანზე, რამდენი კილომეტრია რუსეთის ფედერაციის ტერიტორიამდე [საუბარია კალინინგრადის რეგიონზე]?” - კითხულობს ლუკაშენკო. ბელარუსის თავდაცვის მინისტრი ვიქტორ ხრენინი პასუხობს, რომ "42 კილომეტრი".

"ტყუილად ღრიალებენ", - ასკვნის ლუკაშენკო. შემდეგ ის აფრთხილებს ჩრდილო-დასავლეთის ოპერატიული სარდლობის მეთაურს ალექსანდრე ნაუმენკოს, რომ ბელარუსის ჯარებს მოუწევთ ბალტიისპირეთის ქვეყნებთან დაპირისპირება და პოლონეთის ნაწილის „დაკავება“.

ნაუმენკო პასუხობს: „ყველა მოქმედება დაგეგმილია. მუშავდება საბრძოლო მზადყოფნის საკითხები. შემადგენლობა მზადდება. თავდაცვის მინისტრის ბრძანება გამაგრების მომზადების ფარგლებში სრულდება“.

სუვალკის დერეფანი (100 კილომეტრზე ცოტა მეტი სიგრძის) აკავშირებს პოლონეთს ბალტიისპირეთის ქვეყნებთან და ბელარუსიას ჰყოფს კალინინგრადის რეგიონისგან.

იგი ითვლება რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ერთ-ერთ ყველაზე სავარაუდო სამიზნედ ნატოსთან ომის შემთხვევაში: მისი აღების შემთხვევაში ლიეტუვას, ლატვიას და ესტონეთს ნატოს სხვა ქვეყნებს მოწყვეტენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S