Accentnews.ge
სლოვენია შეუერთდება ჩეხეთის ინიციატივას უკრაინისთვის ჭურვების შეძენის თაობაზე

სლოვენია შეუერთდება ჩეხეთის ინიციატივას უკრაინისთვის ჭურვების შეძენის თაობაზე

27/03/2024 09:42:39 მსოფლიო

სლოვენია მხარს დაუჭერს ჩეხეთის ინიციატივას უკრაინისთვის საარტილერიო საბრძოლო მასალის ევროკავშირის მიღმა ქვეყნებში შეძენის თაობაზე. ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმ სლოვენიაში ვიზიტისას განაცხადა, იუწყება Czech Radio.

მინისტრს არ დაუკონკრეტებია, რა თანხას გამოყოფს ლუბლიანა. მაგრამ სლოვენური საინფორმაციო სააგენტო STA წერს, რომ საუბარია მილიონ ევროზე.

ჩეხეთმა დიპლომატმა სლოვენიაში მოლაპარაკებები გამართა თავის კოლეგებთან სლოვაკეთიდან, სლოვენიიდან, უნგრეთიდან და ავსტრიიდან. საგარეო საქმეთა მინისტრებს სამუშაო ლანჩზე მონტენეგროს საგარეო საქმეთა მინისტრიც შეუერთდა.

შეხვედრაზე განიხილეს ევროკავშირის გაფართოება, რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და მიგრაცია.

ლიპავსკიმ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ პრაღის ინიციატივა, რომელიც ევროკავშირის ფარგლებს გარეთ 800 ათასი ჭურვის შეძენას გულისხმობს, ნაყოფს იძლევა. მისი თქმით, მიწოდებული ჭურვების პოტენციური მოცულობა შეიძლება იყოს 1,5 მილიონი.

მანამდე ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა განაცხადა, რომ პრაღა ცდილობს, უკრაინას საბრძოლო მასალის რაც შეიძლება სწრაფად მიაწოდოს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S