
შვედეთი: NATO–მ რუსეთს მეტი სტრატეგიული სირთულეები უნდა შეუქმნას
27/03/2024 09:13:56 მსოფლიო
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტობიას ბილსტრომმა განაცხადა, რომ ნატოს ქვეყნებმა მეტი "სტრატეგიული სირთულე" უნდა შეუქმნან რუსეთს.
როგორც მან Euractiv-თან აღნიშნა, მისი თქმით, უპირველესი პრიორიტეტი უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის შეჩერება უნდა იყოს, სადაც მისი აზრით, ალიანსი საკმარისს არ აკეთებს.
„უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთი არის მეზობელი, რომელიც იქცევა უპასუხისმგებლოდ, რომელიც აშინებს მსოფლიოს უპასუხისმგებლო ბირთვული საფრთხეებით და დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფოების ხარჯზე ყოფილი იმპერიის აღდგენის იდეით. ამას ბოლო უნდა მოვუღოთ. რუსეთს მეტი სტრატეგიული სირთულეები უნდა შევუქმნათ“, - განაცხადა ბილსტრომმა.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, შვედი მინისტრის კომენტარები ნაწილობრივ ეხმიანება საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ბოლო განცხადებებს, რომელმაც მოუწოდა რუსეთთან მიმართებაში „სტრატეგიული გაურკვევლობისკენ" და მიანიშნა უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნის შესაძლებლობაზე.
ბილსტრომმა თქვა, რომ მაკრონის იდეა ძალიან თამამი იქნებოდა შვედეთისთვის, რომელიც ნატოში მხოლოდ მარტში შევიდა.
„რაც შეეხება საფრანგეთის წინადადებას უკრაინული პერსონალის უკრაინის მიწაზე მომზადების შესახებ, ეს შვედეთისთვის არ განიხილება“, - აღნიშნა მან და მიანიშნა, რომ სტოკჰოლმი მაკრონის კომენტარების გარშემო დებატებს დროულად თვლის.
ამავე დროს, შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ყველა ქვეყანას არ ესმის, რამდენად სასწრაფოდ უნდა იმოქმედონ“ უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის შესაჩერებლად.
„ამ ქვეყნებმა უნდა გააცნობიერონ, რომ კონფლიქტი არსებობს და ჩვენ უნდა გავუმკლავდეთ მას. ნატო საკმარისს არ აკეთებს უკრაინისთვის“, - თქვა ბილსტრომმა.
მისი თქმით, უკრაინის მეტი იარაღის მიწოდება „არ არის სამრეწველო პოტენციალის საკითხი“, არამედ „პოლიტიკური ხელმძღვანელობასა და პოლიტიკური ნებაზეა დამოკიდებული“.