Accentnews.ge
ევროკავშირის საელჩო: "საქართველოსთან ერთად ამ ისტორიულ გამარჯვებას ვზეიმობთ!"

ევროკავშირის საელჩო: "საქართველოსთან ერთად ამ ისტორიულ გამარჯვებას ვზეიმობთ!"

27/03/2024 08:57:12 პოლიტიკა, საზოგადოება

საქართველოსთან ერთად ამ ისტორიულ გამარჯვებას ვზეიმობთ! - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მისალოც ტექსტშია ნათქვამი.

ევროკავშირის წარმომადგენლობა ეროვნულ ნაკრებს წარმატებას უსურვებს ევროპის ჩემპიონატში.

„საქართველოსთან ერთად ამ ისტორიულ გამარჯვებას ვზეიმობთ! ყველას გილოცავთ, ეროვნულ ნაკრებს კი ვუსურვებთ წარმატებას ევროპის ჩემპიონატში“,- აღნიშნავენ ევროკავშირის წარმომადგენლობაში.

ცნობისთვის: საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს სძლია. ანგარიშის ბედი პენალტების სერიაში გადაწყდა და საქართველოს სასარგებლოდ - 4:2 დასრულდა. საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ თამაშს დორტმუნდში თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ 18 ივნისს ჩაატარებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S