
უკრაინის გენშტაბი: რუსეთის მიერ გაშვებული 13 დრონიდან 10 ჩამოვაგდეთ
27/03/2024 08:20:30 მსოფლიო
უკრაინის საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 13 "შაჰიდის" ტიპის დრონიდან 10 ჩამოაგდეს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსულმა ძალებმა დრონები რუსეთის კურსკის ოლქიდან გაუშვეს, ხოლო ისინი უკრაინელებმა სუმის, ხარკოვისა და პოლტავას რეგიონებში ჩამოაგდეს.
რაც შეეხება ფრონტზე არსებულ ვითარებას, უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსები კვლავ აგრძელებენ ზეწოლას უკრაინის თავდაცვაზე ჩრდილოეთით, კუპიანსკისა და ლიმანის მიმართულებით, ბახმუტის რაიონში, ავდიივკას დასავლეთით და სამხრეთ ფრონტის რამდენიმე მონაკვეთზე.