Accentnews.ge
მინისტრი: საფრანგეთი „უახლოეს მომავალში“ მიაწვდის უკრაინას 80–მდე Caesar–ს

მინისტრი: საფრანგეთი „უახლოეს მომავალში“ მიაწვდის უკრაინას 80–მდე Caesar–ს

27/03/2024 06:57:32 მსოფლიო

საფრანგეთი მალე შეძლებს უკრაინისთვის Caesar–ის 78 საარტილერიო დანადგარის გაგზავნას და გაზრდის ჭურვების მიწოდებას, განაცხადა ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა სებასტიან ლეკორნიუმ.

მან განმარტა, რომ საფრანგეთს, უკრაინასა და დანიას შორის მიღწეულია შეთანხმება Caesar 155-მმ-იანი თვითმავალი ჰაუბიცების დაფინანსებაზე, რაც საფრანგეთს "სწრაფი მიწოდების" საშუალებას აძლევს.

ასევე ცნობილია, რომ საფრანგეთმა მიზნად დაისახა, წელს უკრაინას მიაწოდოს 80 ათასი 155 მმ-იანი ჭურვი. მინისტრმა გაიხსენა, რომ უკრაინაში ომის დაწყებისთანავე საფრანგეთმა მხოლოდ 30 ათასი ჭურვი მიაწოდა.

გარდა ამისა, საფრანგეთი ეძებს დენთის და საბრძოლო მასალის არსებულ მარაგებს, რომელთა შეძენა შესაძლებელია ევროკავშირის მიღმა ქვეყნებში, აღნიშნა მინისტრმა.

16 თებერვალს უკრაინამ და საფრანგეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ. პარიზმა გამოაცხადა სამი მილიარდი ევროს სამხედრო დახმარება უკრაინისთვის 2024 წლის განმავლობაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S