
ხონში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა
26/03/2024 15:44:55 საზოგადოება
ხონში, სოფელ კუხში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 75 წლის კაცი ემსხვერპლა, – იუწყება "გურია ნიუსი".
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.
რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ–ჯერობით უცნობია.