
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი რადიკალურ ნაბიჯებს არ გამორიცხავს სამხედრო წარმოების გასაზრდელად
26/03/2024 14:04:21 მსოფლიო
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი სებასტიან ლეკორნიუ თავდაცვის წარმოების გასაზრდელად რადიკალურ ნაბიჯებს არ გამორიხავს. მის სიტყვებს Le Figaro ციტირებს.
ლეკორნუმ სამშაბათს თქვა, რომ ის არ გამორიცხავს „პერსონალის, საწყობების ან წარმოების სიმძლავრის“ რეკვიზიციას ან გარკვეული ბიზნესისთვის ვალდებულებების დაკისრებას სამხედრო საჭიროებებისთვის პრიორიტეის მინიჭების მიზნით.
მინისტრმა აღნიშნა, რომ კანონი 2024-2030 წლების სამხედრო დაგეგმვის შესახებ, რომელიც 2023 წელს მიიღეს, იძლევა სახელმწიფოს მხრიდან ასეთი რადიკალური ნაბიჯების საფუძველს ქვეყნისთვის აშკარა ან სავარაუდო საფრთხის პირობებში. პოტენციური რეკვიზიცია შეიძლება განხორციელდეს მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილებით.
შეგახსენებთ, რომ ევროკომისიამ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა ევროპული კომპანიებისთვის 500 მილიონი ევროს გამოყოფის შესახებ საბრძოლო მასალის წარმოების შესაძლებლობების გაზრდის სქემით, რომელიც გაზრდის ჭურვების მიწოდებას უკრაინაში და შეავსებს ევროკავშირის ქვეყნების მარაგს.
იანვარში ევროკომისარმა განაცხადა, რომ ევროპული თავდაცვის ინდუსტრია 2024 წლის ბოლომდე მინიმუმ 1,3 მილიონი ჭურვის წარმოებას შეძლებს.