ФСБ–მ ინგუშეთში წარმატებული სპორტსმენი დააკავა

26-03-2024 17:39:12 კავკასია

ФСБ თანამშრომლებმა ინგუშეთში ჯიუ-ჯიცუს მსოფლიო ჩემპიონი სეიდ-უმარ იმაგოჟევი დააკავეს.

როგორც კრემლის მიერ კონტროლირებული რესურსები წერენ უშიშროების ძალებში წყაროზე დაყრდნობით, სპორტსმენი ეჭვმიტანილია „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებთან კავშირში ყარაბულაკის უჯრედიდან, რომლებიც სპეცსამსახურებმა მარტის დასაწყისში მოკლეს.

იუწყებიან, რომ იმაგოჟევი მათთან კონტაქტს ინარჩუნებდა და ეხმარებოდა მიმალვაში.

სეიდ-უმარ იმაგოჟევი 25 წლისაა. ის არის რუსული და საერთაშორისო ტურნირების მრავალგზის გამარჯვებული და პრიზიორი. მისი დაკავების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.

მანამდე ФСБ იტყობინებოდა 2-დან 3 მარტამდე ჩატარებული ოპერაციის დროს "ტერორისტული უჯრედის ლიკვიდაციის" შესახებ ყარაბულაკში. მაშინ რუსმა ძალოვანებმა ხუთი ადამიანი მოკლეს, რომელთა ლიდერადაც ამირხან გურაჟევა გამოაცხადეს. მას რუსები ასევე ტერორიზმში სდებდნენ ბრალს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები