Accentnews.ge
"თალიბანი" აცხადებს, რომ ავღანეთში ქალებს საჯარო ჩაქოლვით დასჯის

"თალიბანი" აცხადებს, რომ ავღანეთში ქალებს საჯარო ჩაქოლვით დასჯის

26/03/2024 13:08:31 მსოფლიო

"თალიბანის" უმაღლესმა ლიდერმა მულა ჰიბატულა ახუნძადამ დასავლური დემოკრატიის წინააღმდეგ ბრძოლა გამოაცხადა და განაცხადა, რომ ავღანეთში ქალებს გარკვეული "დანაშაულებისთვის" საჯარო ჩაქოლვით დასჯიან.

ახუნძადას თქმით, საერთაშორისო საზოგადოების ადვოკატირება ქალების უფლებებისთვის შარიათის იმ ინტერპრეტაციას ეწინააღმდეგება, რის დანერგვასაც თალიბანი აპირებს.

ახუნძადას თქმით, დასავლური სახელმწიფოები ამბობენ, რომ ქალების ჩაქოლვა მათი უფლებების დარღვევაა, თუმცა ისინი ღალატისთვის ჩაქოლვას მალე დანერგავენ:

"ორივენი (დასავლეთი და "თალიბანი") ვამბობთ, რომ ადამიანის უფლებებს ვიცავთ, თუმცა ჩვენ ამას ვაკეთებთ, როგორც ღმერთის წარმომადგენლები და თქვენ ამას შვებით, როგორც ეშმაკები".

მას შემდეგ, რაც "თალიბანმა" იგდო ხელთ ძალაუფლება ავღანეთში, ქვეყანაში ქალთა მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა – მათ წინააღმდეგ მთელი რიგი აკრძალვები ამოქმედდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S