
თბილისის ერთ–ერთ სკოლაში, სადაც „წიწაკის სპრეი“ გაუშვეს, საგაკვეთილო პროცესი სრულად აღდგა
26/03/2024 11:15:13 საზოგადოება
თბილისში, ნაძალადევის რაიონში მდებარე 32-ე საჯარო სკოლაში, სადაც დაახლოებით 11:00 საათისთვის ერთ-ერთ საკლასო ოთახში „წიწაკის სპრეი“ გაუშვეს, საგაკვეთილო პროცესი სრულად აღდგა.
რამდენიმე გაკვეთილი გაცდა მხოლოდ ერთ, მე-11 კლასში. სკოლის დირექტორმა გამოიძახა სასწრაფო დახმარების ჯგუფი, რის შემდეგაც სკოლაში მივიდნენ სამაშველო და საპატრულო პოლიციის ჯგუფებიც.
მოსწავლეთა ნაწილს დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს, ნაწილი კი პრევენციის მიზნით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.