Accentnews.ge
ელჩი: წარმატებას ვუსურვებთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს დღევანდელ თამაშზე, მთელი საელჩო გგულშემატკივრობთ

ელჩი: წარმატებას ვუსურვებთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს დღევანდელ თამაშზე, მთელი საელჩო გგულშემატკივრობთ

26/03/2024 10:07:20 პოლიტიკა, საზოგადოება

საქართველოში აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, რომელიც დღეს საბერძნეთს შეხვდება, აშშ-ის საელჩოს სახელით წარმატებას უსურვებს.

აღნიშნულის შესახებ რობინ დანიგანი ვიდეომიმართვაში საუბრობს.

„წარმატებას ვუსურვებთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს დღევანდელ თამაშზე. მთელი ამერიკის საელჩო გგულშემატკივრობთ. საქართველო ერთადაა“, – აცხადებს რობინ დანიგანი.

დღეს ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ფინალში საქართველოს ნაკრები საბერძნეთის ნაკრებს შეხვდება. შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S