
ყირიმის ხედზე მომხდარი აფეთქებისთვის რუსულმა სასამართლომ დაუსწრებლად დააპატიმრა საქართველოს მოქალაქე
26/03/2024 09:07:44 საზოგადოება
მოსკოვის ბასმანის რაიონის სასამართლომ საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ინასარიძეს დაუსწრებლად შეუფარდა პატიმრობა,– იტყობინება რუსეთის პროპაგანდისტული რესურსი „ტასი“.
ინასარიძეს 2022 წლის ოქტომბერში ყირიმის ხიდზე აფეთქების მოწყობაში ადანასაულებენ. ამავე საქმეზე პატიმრობა ასევე დაუსწრებლად აქვს შეფარდებული უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ ვასილი მალიუკს.
ანექსირებული ყირიმის ხიდზე აფეთქება 2022 წლის 8 ოქტომბერს მოხდა. რამდენიმე დღეში რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა გამოაცხადა, რომ დააკავა რუსეთის 5, უკრაინის და სომხეთის 3 მოქალაქე და რომ დაადგინა "თანამონაწილეები", რომელთაგან 2 საქართველოს მოქალაქეა.
საქართველოს ხელისუფლებამ მომხდართან საქართველოს კავშირი კატეგორიულად უარყო.
უკრაინამ ოფიციალურად მხოლოდ 2023 წლის ივლისში დაადასტურა, რომ ყირიმის ხიდზე თავდასხმა მისი ორგანიზებული იყო.