
თბილისის ერთ-ერთ სკოლაში „წიწაკის სპრეი“ გაუშვეს, მოსწავლეების ნაწილი პრევენციის მიზნით საავადმყოფოში გადაიყვანეს
26/03/2024 08:52:45 საზოგადოება
თბილისში, 32-ე სკოლაში სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის მანქანები იყო მობილიზებული, – იუწყება "ინტერპრესნიუსი".
განათლების სამინისტროს ცნობით, ერთ-ერთმა მოსწავლემ ე.წ. წიწაკის სპრეი გაუშვა, რის გამოც ადგილზე სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.
სამინისტროს ინფორმციით, მოსწავლეთა ნაწილს დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს, ნაწილი კი პრევენციის მიზნით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.