Accentnews.ge
კრემლის პროპაგანდისტმა ბელგოროდელებს "პირუტყვები" უწოდა

კრემლის პროპაგანდისტმა ბელგოროდელებს "პირუტყვები" უწოდა

26/03/2024 08:31:48 მსოფლიო

კრემლის პროპაგანდისტმა ვლადიმირ სოლოვიოვმა „ამაზრზენი ისტერიკა“ უწოდა უკრაინასთან მოსაზღვრე ბელგოროდის ოლქის მცხოვრებთა ჩივილს დაბომბვებთან დაკავშირებით და მათ ურჩია, "ხმა გაიკმინდონ".

”უამრავი პირუტყვი, რომლებიც თავს ბლოგერებად თვლიდნენ, წერდნენ, რომ "ფედერალურმა ხელისუფლებამ დაივიწყა ბელგოროდი", "დაეხმარეთ ხალხს, მათ არაფერი აქვთო", სანამ მოსკოვი ერთობა, ბელგოროდი კვდებაო" – ეს ყველაფერი საზიზღარი ისტერიკაა“, - თქვა პროპაგანდისტმა.

"მედუზა" წერს, რომ ბელგოროდელები სოციალურ ქსელში გაერთიანდნენ და სოლოვიოვის გადაცემის კომენტარებში გაახსენეს, როგორ დადიოდა ის ბელგოროდში ჯავშანჟილეტით. შესთავაზეს, „მყუდრო სტუდია“ ბელგოროდში გადაიტანოს და სამსახურში და სამსახურიდან საჰაერო განგაშის და სროლის ფონზე იაროს და ასე დაიძინოს და გაიღვიძოს. სოლოვიოვს მოუწოდეს, რეგიონში შვილებთან ერთად ჩავიდეს და „პირუტყვებს“ სროლის დროს სანიმუშო ქცევის მაგალითიც აჩვენოს.

ბელგოროდში რეგულარულად ისმის აფეთქებების ხმა. შეტევა მარტში გააქტიურდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S