
რუსეთი ბელგოროდის ოლქზე დრონით თავდასხმის შესახებ იუწყება
26/03/2024 06:38:22 მსოფლიო
რუსეთი ბელგოროდის ოლქზე დრონით თავდასხმის შესახებ იუწყება.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, "საჰაერო თავდაცვის საშუალებებით გაანადგურეს ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა „გრადის“ 2 და ასეთივე სისტემა „ვამპირის“ 13 ჭურვი".
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, ბელგოროდის ოლქში დაიცხრილა ერთ-ერთი რაიონის სახანძრო-სამაშველო სამსახურის შენობა, სადაც 2 მეხანძრე დაიჭრა.