
უკრაინა: წუხელ რუსების მიერ გამოყენებული ყველა დრონი გავანადგურეთ
26/03/2024 06:33:13 მსოფლიო
უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების ცნობით, წუხელ რუსების მიერ გამოყენებული ყველა დრონი გაანადგურეს.
"რუსული ძალები წუხელ უკრაინას Shahed-ის ტიპის 12 უპილოტო საფრენი აპარატით დაესხნენ თავს, რომლებიც ოკუპირებული ყირიმიდან და კურსკის ოლქიდან გაუშვეს, მტრის ყველა დრონი ჩამოვაგდეთ", – აცხადებენ უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებში.
მისი ინფორმაციით, საჰაერო შეტევა თავდაცვის ძალების მობილურმა საცეცხლე ჯგუფებმა მიკოლაივისა და ხარკოვის ოლქებში მოიგერიეს.