
სასამართლომ ტრამპს თაღლითობის საქმეზე ჯარიმა მნიშვნელოვნად შეუმცირა
25/03/2024 19:21:28 მსოფლიო
ნიუ-იორკის სააპელაციო სასამართლომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტს დონალდ ტრამპს, სამოქალაქო თაღლითობის საქმეზე დაწესებული ჯარიმა 454 მილიონიდან 175 მილიონ დოლარამდე შეუმცირა და 10–დღიანი ვადა განუსაზღვრა.
გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იგი სააპელაციო სასამართლოს ბრძანებას შეასრულებს.
თებერვალში, ნიუ-იორკის სასამართლომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ე.წ. უძრავი ქონების თაღლითობის საქმეში დამნაშავედ ცნო და 454 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრა.
ასევე, დონალდ ტრამპის პირველი სისხლის სამართლის პროცესი ნიუ-იორკში 15 აპრილს დაიწყება.
საქმე დონალდ ტრამპის ყოფილი ადვოკატის მაიკლ კოენის მიერ სტორმი დენიელის გასაჩუმებლად 130,000 დოლარის გადახდას ეხება. პროკურორები თვლიან, რომ ეს თანხა რეალურად დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის დაფინანსებას ისახავდა მიზნად.