Accentnews.ge
მოსკოვის სასამართლომ ტერაქტის საქმეზე სამი ახალი ფიგურანტი დააპატიმრა

მოსკოვის სასამართლომ ტერაქტის საქმეზე სამი ახალი ფიგურანტი დააპატიმრა

25/03/2024 18:46:25 მსოფლიო

მოსკოვის სასამართლომ "კროკუს სითი ჰოლზე" თავდასხმის საქმეზე პატიმრობა კიდევ სამ პირს შეუფარდა.

საუბარია ძმებზე – ამინჩონ და დილოვარ ისლომოვებზე და მათ მამაზე – ისროილზე. სამივე რუსეთის მოქალაქეა.

23 წლის დილოვარ ისმაილოვი იმ "რენოს" მარკის ავტომანქანის ყოფილი მფლობელია, რომლითაც ტერორისტებმა დატოვეს "კროკუს სითი ჰოლის" მიმდებარე ტერიტორია თავდასხმის შემდეგ.

მან ჟურნალისტებთან თქვა, რომ ავტომანქანა დაახლოებით ერთი კვირის წინ მიჰყიდა ცოლის ძმას.

"ეს ჩემი მანქანა იყო. როდესაც თავად ვნახე ეს ფოტოები, შოკში ვიყავი. არ ვიცი რა გავაკეთო. ვცდილობდი დამერეკა ცოლის ძმისთვის, ახლა ის ზარს აღარ პასუხობს. მითხრა, ეს მანქანა ჩემს მეგობარს სჭირდებაო." – ამბობდა დილოვარი.

მისი ძმა – 33 წლის ამინჩონიც ამბობს რომ უდანაშაულოა, რომ ძმასთან ერთად მივიდა პოლიციაში მას შემდეგ, რაც თავდასხმის შესახებ შეიტყვეს. ამინჩონს ჰყავს ცოლი და 8 შვილი.

საგამოძიებო კომიტეტი ამტკიცებს, რომ დილოვარი და ამინჩონი ტერორისტული ორგანიზაციის წევრები იყვნენ. მათი მტკიცებით, „კროკუს სითი ჰოლზე“ ერთ-ერთმა თავდამხსმელმა, შამსადდინ ფარიდუნიმ ამინჩონი დაჯგუფებაში 2024 წლის იანვარში, დილოვარი კი 2024 წლის მარტში გადაიბირა.

64 წლის ისროილ ისლომოვს ასევე ბრალად ედება ტერაქტის მოწყობის მუხლის დარღვევა.

წინა 4 ფიგურანტის მსგავსად, 3 ახალ ფიგურანტსაც სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S