Accentnews.ge
ნეთანიაჰუმ ვაშინგტონში მისი მრჩევლების ვიზიტი გააუქმა

ნეთანიაჰუმ ვაშინგტონში მისი მრჩევლების ვიზიტი გააუქმა

25/03/2024 18:25:36 მსოფლიო

ისრაელის პრემიერ–მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვაშინგტონში მისი მრჩევლების რონ დერმერისა და ცაჰი ჰენეგბის ვიზიტი გააუქმა. ამის შესახებ განცხადებას ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი ავრცელებს. გადაწყვეტილება მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც აშშ-მა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას ვეტო არ დაადო.

ისრაელის პრემიერის ოფისის განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ-ის აღნიშნული გადაწყვეტილება ისრაელის სამხედრო ძალისხმევას და მძევლების გათავისუფლების მცდელობებს ზიანს აყენებს.

„ეს გადაწყვეტილება ომის დაწყების შემდეგ უშიშროების საბჭოში აშშ-ის თანმიმდევრული პოზიციიდან აშკარა გადახვევას წარმოადგენს და „ჰამასს“ იმედს აძლევს, რომ საერთაშორისო ზეწოლა მათ ჩვენი მძევლების გათავისუფლების გარეშე ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის საშუალებას მისცემს“, - ნათქვამია განცხადებაში.

„ეს იმედგამაცრუებელია“,– თქვა თეთრი სახლის სპიკერმა ჯონ კირბიმ.

„ჩვენ ძალიან იმედგაცრუებულები ვართ, რომ ისინი ვაშინგტონში არ ჩამოვლენ, რათა რაფაჰში ოპერაციის ეფექტური ალტერნატივების შესახებ მნიშვნელოვანი საუბარი გვქონოდა“, - განაცხადა ჯონ კირბიმ.

მისი თქმით, ამერიკელი ოფიციალური პირები ისრაელის თავდაცვის მინისტრს იოავ გალანტს შეხვდებიან, რომელიც ამჟამად ვაშინგტონში იმყოფება:

„ჩვენი შეხედულება, რომ რაფაჰში სახმელეთო ოპერაცია დიდი შეცდომა იქნება, არ შეცვლილა“.

ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეზოლუციას გაერო-ს უშიშროების საბჭოს 14-მა წევრმა დაუჭირა მხარი, ხოლო აშშ-მა თავი შეიკავა.

დოკუმენტი მოითხოვს რადიკალური დაჯგუფება „ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილი ისრაელელი მძევლების დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას.

გაერო ასევე მოითხოვს, რომ კონფლიქტის ორივე მხარემ შეწყვიტოს ცეცხლი მუსლიმთა წმინდა თვის რამადანის (წელს 10 მარტიდან 9 აპრილამდე) განმავლობაში და უზრუნველყოს სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებელი მიწოდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S