
ისლანდია 2 მილიონ ევროს გამოყოფს უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შესაძენად
25/03/2024 17:18:44 მსოფლიო
ისლანდია გამოყოფს დაახლოებით 2 მილიონ ევროს უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შესაძენად ჩეხეთის რესპუბლიკის ინიციატივის ფარგლებში, ასევე უკრაინელი ქალი ჯარისკაცებისთვის აღჭურვილობის შესაძენად. შესაბამისი განცხადება ისლანდიის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ საარტილერიო საბრძოლო მასალა მთავარ როლს თამაშობს ბრძოლის ველზე, ამიტომ, ისლანდია უერთდება სხვა მოკავშირეებს და გამოყოფს დაახლოებით 2 მილიონი ევროს 800 ათასი ჭურვის შესაძენად, რომელიც ჩეხეთის რესპუბლიკამ მოიძია უკრაინისთვის.
გარდა ამისა, რეიკიავიკი დაახლოებით 500 ათას ევროს გამოყოფს უკრაინელი ქალი ჯარისკაცებისთვის აღჭურვილობის შესაძენად - ჯავშნის, ფორმების, სამედიცინო და ჰიგიენის საშუალებების.
"სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ გავაგრძელოთ ჩვენი ძლიერი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. ამით ჩვენ ვახორციელებთ ინვესტიციებს არა მხოლოდ უკრაინის ხალხის, არამედ უფრო ფართო საერთაშორისო წესრიგისა და ჩვენი უსაფრთხოების ინტერესების დაცვაში", - თქვა საგარეო საქმეთა მინისტრმა ბიარნი ბენედიკსონმა და დასძინა, რომ პარლამენტში ასევე განიხილება უკრაინის გრძელვადიანი მხარდაჭერის სტრატეგია.
2023 წლის ბოლოს ისლანდიამ განაცხადა, რომ შეუერთდა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის (რამშტაინის ფორმატი) ფარგლებში შექმნილ IT და ანტისანაღმო კოალიციას.